21-01-2025 22:21:49 ევროპა ,მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, მიუხედავად აშშ-ში პოლიტიკური ცვლილებებისა.
"უკრაინას თითქმის 130 მილიარდი ევროთი უკვე დავუჭირეთ მხარი. და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყოველგვარი ეჭვის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩეს და სწორედ უკრაინა იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ტერიტორიის შესახებ", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილს, ნატოს ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ზელენსკის თქმით, თუ სათანადო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ი თავდაცვაზე დახარჯოს, "დაე, ეს იყოს 5%"-ი და არ არის სპეკულირება საჭირო იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მედიცინის ან პენსიების ხარჯზე.
ზელენსკის მიჩნია, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს "ძლიერი გლობალური მოთამაშე", როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკის სფეროში.
ტრამპის სურვილზე, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი და არა სწრაფი მშვიდობა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის მზად მიიღოს რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების უარყოფა ან არმიის ხუთჯერ შემცირება. ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის პოლიტიკა ომის დასრულებას წელსვე შეუწყობს ხელს.