ირაკლი რუხაძე მზადაა, მსურველის გამოჩენის შემთხვევაში პროპაგანდისტული "ტევეიმედი" გაატანოს

21-01-2025 23:17:03 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" სანქცირებული პარტნიორი ირაკლი რუხაძე მზადაა, მსურველის გამოჩენის შემთხვევაში "გაატანოს" პროპაგანდისტული სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედი", რომელთან შეხებაც, ბიზნესმენის თქმით, მისთვის მხოლოდ ნეგატივის მომტანია.

"ის კვირა, როცა "იმედთან" შეხება არ მაქვს, ჩემთვის უფრო კარგი კვირაა, ვიდრე როცა მაქვს შეხება, იმიტომ, რომ როგორც წესი, როცა "იმედთან" შეხება მაქვს, ეს არ არის რაღაც პოზიტიური, უფრო ნეგატიური თემაა, - რაღაც ხდება, რაღაც არის... მაგიტომაც მოიშორა თავის დროზე ინა გუდავაძემ და ბადრის ოჯახმა - იმიტომ, რომ ჯერ ფული გიჯდება და მერე პოზიტივი კი არ მოაქვს, სულ დაძაბულობაა, სულ რაღაცაში ხარ გარეული... ამიტომ მითხრეს, "ირაკლი, შენ თუ გინდა, წესიერად დავიშალოთ, წაიღე ეს ტელევიზიაო". ამის მერე ეს მაქვს. მე თუ ვიპოვე ვინმე, რომ დავშორდე და გავატანო, შეიძლება, გავატანო, მაგრამ ჯერ ასეთი არ მყავს" - განაცხადა პროპაგანდისტული სახელისუფლებო ტელეარხის მფლობელმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები