22-01-2025 00:05:37 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, მათ შორის, საქართველოს თემაზე გამართული დებატებისას ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა.
„საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს შვება და ეს სირცხვილია! არჩევნები მოპარულ იქნა, და არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმურები. ჯერ კიდევ ველი თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით, მაშინ როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე ქნა ასე, ბატონო ევროკომისარო",- თქვა ევროპარლამენტარმა.
მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 55 დღეა, პროევროპული აქციები მიმდინარეობს საქართველოში, "მათ წინააღმდეგ ბრუტალური რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმებია, თვითნებური დაკავებებია, ძალადობაა", ხოლო ევროკავშირმა ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება, მხოლოდ ინდივიდუალურად მიიღეს რიგმა სახელმწიფოებმა ზომები. მისი ხედვით, ევროკავშირის მიერ ამ დროისთვის მიღებული ზომები საკმარისი არაა:
"ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით აპროტესტებენ, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას".
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართვერლოში მიმდინარე მოვლენებს ფართო კონტექსტი აქვს და მხოლოდ საქართველოსთვის არაა მნიშვნელოვანი:
"ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი - 1, ევროპა - 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ!” - განაცხადა ლუაზომ.