რაინიე ვან ლანშოტი: ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

22-01-2025 00:14:14 პოლიტიკა

ევროპარლამენტარმა რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, მათ შორის საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროკომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.

"დღეს გარეთ ცივა! წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ ექვსი საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ... სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა, ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები... ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს, შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს, შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს, შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობთ, თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა?! ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილი მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება",- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები