
ივანიშვილმა NDI-ს პრეზიდენტთან წინასაარჩევნო გარემო განიხილა
24/02/2020 09:43:48 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
ცნობისთვის: გასული წლის ბოლოს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციები ცრუ რეიტინგების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა და "ნაცების" სატელიტებად" მოიხსენია:
"წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაციები და საზოგადოებაში მათ აღარ აქვთ ნდობა. ხშირად ღიმილით ხვდებიან. [...] NDI იქნება თუ IRI... "ნაცების" მიერ მომართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საზოგადოებას უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO-ებზე. სატელიტები არიან "ნაცების" და ცრუობენ“ - აღნიშნა მან.