22-01-2025 09:24:36 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის შესაწყვეტად მოლაპარაკებებზე უარს განაცხადებს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრები აქვთ უკრაინის პრეზიდენტთან და მალე ექნებათ რუსეთის პრეზიდენტთან.
ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინაში ომის შესაწყვეტად შეთანხმებას უნდა დასთანხმდეს.
მისი თქმით, ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.
"შეთანხმებაზე უარით პუტინი რუსეთს ანგრევს", – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინას გაცილებით მეტად უნდა დაეხმაროს, რადგან არსებული სიტუაცია ევროპაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე შეერთებულ შტატებზე.