Accentnews.ge
დღეს თურქეთში გლოვის დღეა

დღეს თურქეთში გლოვის დღეა

22/01/2025 05:30:00 მსოფლიო

სამთო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს თურქეთში გლოვის დღეა.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმრო Grand Kartal-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 დაღუპულიდან 52 უკვე იდენტიფიცირებულია.

12-სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქული მედიის ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს აქრობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S