Accentnews.ge
მედია: ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, ჯარიმის სახით კი 80 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ

მედია: ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, ჯარიმის სახით კი 80 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ

22/01/2025 08:16:53 პოლიტიკა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, თუმცა ჯარიმის სახით გადასახდელად 80 000 დოლარი დაეკისრათ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S