Accentnews.ge
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

22/01/2025 08:24:27 მსოფლიო

76-მდე გაიზარდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმრო Grand Kartal-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 გარდაცვლილიდან 52 იდენტიფიცირებულია.

12-სართულიანი სასტუმროს ხის შენობაში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში 238 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქეთის მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლს ათ საათზე მეტხანს აქრობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი. ჯერჯერობით უცნობია, რაში სდებენ მათ ბრალს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S