Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არაკონსტიტუციურია

ზურაბიშვილი: ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არაკონსტიტუციურია

22/01/2025 09:52:16 პოლიტიკა

საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია „არაკონსტიტუციურია“, რადგან, მისი თქმით, დეკლარაციის ტექსტი 2023 წელს ხელმოწერამდე ქვეყანაში „არავის“ ჰქონდა ნანახი. ამის შესახებ მან ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council-ის) ორგანიზებულ ღონისძიებაზე "Fire Side Chat" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სტრატეგიული პარტნიორობის [დეკლარაციის ეს ტექსტი ხელმოწერამდე საქართველოს] პარლამენტისთვის არავის უჩვენებია, ამიტომ ის არის არაკონსტიტუციური. ის [დეკლარაციის ტექსტი მაშინდელმა] პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] პირდაპირ ჩინეთში ჩაიტანა და ხელმოწერამდე არავის უნახავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს მაინც ჰქონდა ნანახი“, - თქვა მან.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია:

„პარტნიორობის ტექსტს აქვს პუნქტი, რომლითაც საქართველო აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ხოლო ჩინეთი აღიარებს მთელი მსოფლიოს [ქვეყნების] ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს, - მაგრამ არა კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

„ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი იმისა, თუ როგორ ... როგორ იყენებს ჩინეთი [„ქართული ოცნების“] მთავრობის სისუსტეებს“, - დასძინა მან.

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნეს. მას შემდეგ საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კავშირები გაღრმავდა, აშშ-საქართველოსი კი - გაუარესდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S