Accentnews.ge
მოსამართლემ პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე დატოვა პატიმრობაში

მოსამართლემ პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე დატოვა პატიმრობაში

22/01/2025 10:25:37 საზოგადოება

ვიდეოსათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.

მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, შემდეგ დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მუსელიანცი ბრალს არ აღიარებს. მან თქვა, რომ მოტყუებით, უკანონოდ დააკავეს და იზოლატორში შანტაჟის, მუქარის და დაშინების მსხვერპლი გახდა.

მისი ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაკავებულს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ. მას ბრალად ედება პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„პოლიციის სამმართველოში აიძულებდნენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის დაედო ხელი. დიღმის მესამე იზოლატორში, მერვე სართულზე, აჩვენებდნენ პარტიის ლიდერების ფოტოებს. სთხოვდნენ, რომ თუ დაადებდა რომელიმე მათგანს ხელს, ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ... რომ არ გავტყდი, მერე უკვე ოჯახით დამემუქრნენო",- უამბო მედიას ადვოკატმა.

საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 13:00-ზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S