კალასი: რუსეთი ჩვენთვის არსებითი საფრთხეა, თავდაცვითი ხარჯები უნდა გავზარდოთ

22-01-2025 14:40:55 ევროპა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თვლის, რომ რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს და რომ ევროკავშირმა თავდაცვითი ხარჯები უნდა გაზარდოს.

"რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვაზე იმაზე ნაკლების დახარჯვას, ვიდრე საჭიროა". - თქვა კალასმა.

ამასთან, კალასის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრები თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ:

"დრო რუსეთის მხარეს არ არის, თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჩვენს მხარესაა. რადგან ჩვენ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ეჭვები იმის შესახებ, რომ ომის თავიდან ასაცილებლად მეტის დახარჯვაა საჭირო, თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაუჭირა მხარი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილს, ნატოს ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ზელენსკის თქმით, თუ სათანადო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ი თავდაცვაზე დახარჯოს, "დაე, ეს იყოს 5%"-ი და არ არის სპეკულირება საჭირო იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მედიცინის ან პენსიების ხარჯზე.

ზელენსკის მიჩნია, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს "ძლიერი გლობალური მოთამაშე", როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკის სფეროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები