
ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს
22/01/2025 12:45:52 სამართალი, საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური თავდასხმის საქმეზე დაზარალებულად ცნეს.
როგორც ქორიძე ამბობს, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.
ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. იმავე დღეს ასევე „შერატონში“ თავდასხმა განხორციელდა "საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე.