
ბსუ-ის სტუდენტი აკადემიური სტატუსის შეჩერებას მოითხოვს: "უნივერსიტეტი, რომელმაც პარტიული მუშაკი დანიშნა რექტორად, სასარგებლოს ვერაფერს მასწავლის"
22/01/2025 12:47:09 პოლიტიკა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მუთიძე რექტორად "ოცნების" დეპუტატ ტიტე აროშიძის დანიშნვისადმი პროტესტის ნიშნად მისთვის აკადემიური სტატუსის შეჩერებას მოითხოვს.
"ვითხოვ, მომდევნო სემესტრიდან შემიჩერდეს აკადემიური სტატუსი. ვფიქრობ, უნივერსიტეტი, რომელმაც პარტიული მუშაკი დანიშნა რექტორის თანამდებობაზე, ვერაფერ სასარგებლოს ვერ მასწავლის. უნივერსიტეტი კი აუცილებლად დაუბრუნდება ხალხს, ამის გჯეროდეთ.
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება სტუდენტებს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
თავისუფლება უნივერსიტეტს!" - ვკითხულობთ მარიამ მუთიძის განცხადებაში.