ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

22-01-2025 17:20:23 საზოგადოება ,ეკონომიკა

22 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8612 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.97 თეთრით გაუფასურდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.66 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9782 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 3.11 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5239ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 8.02 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები