22-01-2025 20:04:20 პოლიტიკა ,სამართალი
დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების წინადადებას უკვე 20 მხარდამჭერი ჰყავს - გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მათი რაოდენობა ორით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკლირიმ გაერთიანებულ სამეფოს ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებით 13 იანვარს მიმართა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI) ცნობით, დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია.
"სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:
ქართუ ბანკიფონდი ქართუგალერეა თბილისიაქსის თაუერსიჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს.საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები: პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები.ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს.რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.
გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება", – აცხადებს TI.