Accentnews.ge
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მუმლაძე 2500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მუმლაძე 2500 ლარით დააჯარიმა

22/01/2025 16:56:22 საზოგადოება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მუმლაძე 2500 ლარით დააჯარიმა.

მუმლაძეს, 28 ნოემბერს, ქუთაისში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

მიხეილ მუმლაძის თქმით, პოლიცია ამტკიცებს, რომ დაკავების ოქმი შედგა სამი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, სასამართლომ კი გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმა:

"ცირკი შაპიტო გრძელდება. დაკავების ოქმი შედგენილი იყო სამი პოლიციელის გინებაზე, დღეს ისე გამოვიდა, რომ გზის გადაკეტვისთვის დამიწერეს 2 500 ლარი", - ამბობს მუმლაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S