"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა [ვიდეო]

22-01-2025 21:05:26 საზოგადოება

"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა და რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა ვიდეომიმართვით.

მათი თქმით, ცდილობენ, დისკომფორტი შეუქმნან სისტემას, რათა წამოიყვანონ კომპრომისზე.

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ღია საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური სწავლება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზია საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. სტუდენტებს არ აქვთ სოციალური დაცვის საშუალებები, სტუდენტური საცხოვრებლის არქონდა და დაბალი სტიპენდია კი მათ სულს უხუთავს. [...] ეს წინააღმდეგობა არის კონკრეტული ფორმითა და შინაარსით. ხელს ვუშლით სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და დღის წესრიგში ვაყენებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს:

  • ჩვენ ვითხოვთ, გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული,
  • საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას,
  • სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას,
  • განათლებისთვის დაფინანსების გაზრდასა,
  • მაღალი ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას", - აცხადებენ სტუდენტები და ამასთან მოუწოდებენ სხვა სტუდენტებს, შეუერთდნენ მათ ბრძოლაში.

ისინი ამ დრომდე რჩებიან ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები