ამინდის 25 თებერვლის პროგნოზი
24/02/2020 10:40:41 საზოგადოება
25 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში - თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე - 4-6–ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უხვმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა.


