
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლისთვის გადაიდო
23/01/2025 08:24:40 საზოგადოება
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, რომელიც დღეს, 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდო.
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 18 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო. თავად ქაჯაია აცხადებს, რომ როდესაც რუსთაველზე მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.