Accentnews.ge
ბაჩიაშვილის მტკიცებით, ივანიშვილი "რუსთავი-2"-ს მას სთავაზობდა, თუმცა უარი განაცხადა

ბაჩიაშვილის მტკიცებით, ივანიშვილი "რუსთავი-2"-ს მას სთავაზობდა, თუმცა უარი განაცხადა

23/01/2025 10:50:49 პოლიტიკა, სამართალი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ამჟამად კი - საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს მას სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო.

"მახსენდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის პროცესის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე მე მთავაზობდა, რომ გამეფორმებინა რუსთავი 2. შენ ბიზნესმენი ხარ და აჩვენე, რომ გაქვს ამის საშუალება, რომ ეს ტელევიზია გქონდესო. მე მაშინ უარი განვაცხადე, რა თქმა უნდა, რადგან ამ უკანონობაში არ მივიღებდი მონაწილეობას და ეს მახსოვს. ესე იგი, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცოდა ის განაჩენი, რომელიც უნდა დამდგარიყო" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ.

სასამართლო პროცესის მსვლელობისას კი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილმა "კრიმინალური „სოჩიკი“ ჩაურთო".

დღეს მხარეებმა სხდომაზე შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

მოგვიანებით ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა".

"ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა.ნიშანდობლივია როდესაც რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის უკუსვლისთვის დასანქცირებული ადამიანი, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პროკურორის მეშვეობით ასამართლებს ადამიანს კორუფციისათვის დასანქცირებული სასამართლოს პირობებში. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო",- ამბობს ბაჩიაშვილი, ასევე ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით, მას ბიძინა ივანიშვილმა გაუგზავნა და აჯამებს, რომ "90-იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა".

“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%;არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პიზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა;თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად;გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით”,- ვკითხულობთ წერილში.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S