Accentnews.ge
ნიკოლოზ კაცია პატიმრობაში დატოვეს

ნიკოლოზ კაცია პატიმრობაში დატოვეს

23/01/2025 12:22:19 საზოგადოება

ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს.

კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, საღამოს საათებში სახლიდან აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ამ მუხლით მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. კაცია ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ასევე საუბრობს დაკავებისას არასათანასო მოპყრობაზე.

ადვოკატი ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას და საქმის შეწყვეტას მოითხოვდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, პროცესს არ ესწრებოდა ნეიტრალური პირი და არ არის გადაღებული ჩხრეკის პროცესი და ასევე მოპოვებული არაა სხვა მტკიცებულება გარდა ჩხრეკის დროს ამოღებისა, მაგალითად შეძენა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S