
ფაშინიანი: "ჩვენი პარლამენტი ევროკავშირში ინტეგრაციას, მაღალი ალბათობით, მხარს დაუჭერს"
23/01/2025 12:44:28 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი, მაღალი ალბათობით, მხარს დაუჭერს კანონპროექტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
"რეალურად, არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების ინიციტივა: მათ წარადგინეს ეს კანონპროექტი, მთავრობამ მას მხარი დაუჭირა და მაღალი ალბათობით, მხარს დაუჭერს პარლამენტიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს" - განაცხადა ფაშინიანმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიის მსვლელობისას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S