Accentnews.ge
პესკოვი - ტრამპის პოსტზე: "ახალი არაფერია, სანქციების მეთოდს ადრეც ხშირად მიმართავდა"

პესკოვი - ტრამპის პოსტზე: "ახალი არაფერია, სანქციების მეთოდს ადრეც ხშირად მიმართავდა"

23/01/2025 13:48:04 მსოფლიო

კრემლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაში სიახლეს ვერ ხედავს და იმეორებს, რომ მზად არის ვაშინგტონთან „თანასწორი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის, მაგრამ ამერიკული მხრიდან შესაბამისი სიგნალები ჯერ არ მიუღია".

ასე გამოეხმაურა კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ტრამპის პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ რუსეთი უახლოეს ხანებში უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დასთანხმდება, მას "სხვა გზა არ დარჩება", თუ არა მოსკოვს ახალი სასანქციო შეზღუდვები დაუწესოს. „თუ შეთანხმებას უმოკლეს ვადებში ვერ მივაღწევთ, ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებში ყიდის, მაღალი გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესება მომიწევს” - დაწერა 22 იანვარს აშშ-ის ახლადინაუგურირებულმა პრეზიდენტმა საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში.

„აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს - ყოველ შემთხვევაში, პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა. ჩვენის მხრივ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ ვაშინგტონთან თანასწორი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის, მაგრამ ამერიკული მხრიდან შესაბამისი სიგნალები ჯერ არ მიგვიღია",“ - ციტირებს პესკოვს სააგენტო ინტერფაქსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S