Accentnews.ge
„ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია" - ცეცხლაძე ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

„ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია" - ცეცხლაძე ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

23/01/2025 14:57:53 საზოგადოება

სამოქალაქო მოძრაობა „დაფიონი“ აქვეყნებს მოძრაობის დამფუძნებლის, პროევროპულ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული ზვიად ცეცხლაძის წერილს მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად.

„ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე.

თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთისა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ. ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს, როგორც ძლიერ ქალს და ძლიერ ჟურნალისტს“, - წერია მის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას პროკურატურა, სხვა არაერთი დაკავებულის მსგავსად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S