Accentnews.ge
ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და საქმის ირგვლივ საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ

ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და საქმის ირგვლივ საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ

23/01/2025 18:13:05 პოლიტიკა, საზოგადოება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ, შეცვალოს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება. ამ საკითხზე თამარ კორძაიამ, სალომე სამადაშვილმა და თეონა აქუბარდიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს.

"მზია ამაღლობელი უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის. ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სასამართლოსთან შუამდგომლობით შევიდეს გენერალური პროკურატურა და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესების ცუდად წარმართვის ვითარებაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც ამ შენობაში მყოფ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე", - განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.

თეონა აქუბარდიას თქმით, შეადგინეს, წერილი, რომელსაც გეგმავენ, რომ გაუგზავნონ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებაზე მუშაობს.

"დღეს, ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიათავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, ევროკავშირსა და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთვისაც ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ამ წერილს ყველა ის ქალი პოლიტიკოსი უერთდება, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარულია. ერთობლივად, წერილით ვითხოვთ, მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც იმას, რომ შეწყდეს ზეწოლა და რეპრესიები მედიის მიმართ. გათავისუფლდეს მზია საპატიმროდან, როგორც ყველა პატიმარი.

განცხადების ავტორები: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი", - თქვა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S