Accentnews.ge
CNN: მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება, რომელიც ზღუდავს ამერიკაში დაბადებულთა უფლებას აშშ-ის მოქალაქეობაზე

CNN: მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება, რომელიც ზღუდავს ამერიკაში დაბადებულთა უფლებას აშშ-ის მოქალაქეობაზე

24/01/2025 06:33:41 მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სიეტლში დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ზღუდავს ამერიკაში დაბადებულთა უფლებას აშშ-ის მოქალაქეობაზე, – იუწყება CNN.

მოსამართლე ჯონ კოფენურმა დოკუმენტს უწოდა „უხეშად არაკონსტიტუციური განკარგულება“, ასევე იკითხა: „სად იყვნენ ადვოკატები“, როცა ხდებოდა განკარგულების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველ საათებში, ნათქვამია, რომ დაბადებით მოქალაქეობის უფლება არ ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლები არალეგალურად იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, ასევე იმ სიტუაციებზე, როდესაც დედა შეერთებულ შტატებში იმყოფება დროებით, მაგალითად, სტუდენტური, სამუშაო ან ტურისტული ვიზით, მამა კი არ არის აშშ-ის მოქალაქე ან არ მოეპოვება მუდმივი ბინადრობის უფლება. განკარგულება 19 თებერვალს უნდა ამოქმედდეს.

ამ განკარგულების დაბლოკვის მიზნით სარჩელი შეიტანეს გენერალურმა პროკურორებმა 22 შტატიდან, ასევე ქალაქ სან-ფრანცისკოდან და კოლუმბიის ოლქიდან. აშშ-ის მიწაზე დაბადებული ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გარანტირებულია აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით. „პრეზიდენტს არ შეუძლია, კალმის ერთი მოსმით გააუქმოს მე-14 შესწორების არსებობა. წერტილი“, თქვა ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორმა მეტ პლატკინმა.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად 150 000 ბავშვი უჩნდებათ მშობლებს, რომლებიც არ არიან აშშ-ის მოქალაქეები და რომ განკარგულებით გათვალისწინებული ზომების განხორციელება მათ დეპორტაციით ემუქრება. ისინი შიშობენ, რომ ბავშვებმა შეიძლება დაკარგონ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა.

თეთრ სახლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან სასამართლო პროცესისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S