
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა
24/01/2025 10:01:25 საზოგადოება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა.
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა მერიამ დროებით გათიშა და ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა.
დღეს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმოდა - ჩართული იყო საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სიმღერები.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა და მომხდარს გამოძიება დაადგენს.