Accentnews.ge
კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის "გზამკვლევს" სთავაზობს

კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის "გზამკვლევს" სთავაზობს

24/01/2025 09:52:06 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის "გზამკვლევს" სთავაზობენ. ამის შესახებ მან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

რას გულისხმობს ეს შეთავაზება, კობახიძე არ კონკრეტებს, მხოლოდ იმს ამბობს, რომ "შიდა სამზარეულოზე ვერ ისაუბრებს".

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან, რაც მთავარია, სრული მზაობაა იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთოს. უფრო მეტიც, ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს. თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. რა თქმა უნდა, დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“,- განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, მან ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირ კომიუნიკაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "მოლოდინის რეჟიმში არიან" და "იმედი აქვთ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მალე გაიმართება".

ცნობისთვის: 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მიზეზები ასე ახსნა:

„აშშ, ევროკავშირთან ერთად, სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო“.

მანამდე, ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა საქართველოს ქუჩებში. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S