Accentnews.ge
იოზვიაკი: "EU-ს ელჩებმა მწვანე აუნთეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას"

იოზვიაკი: "EU-ს ელჩებმა მწვანე აუნთეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას"

24/01/2025 10:43:54 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, საგარეო საქმეთა მინისტრები მას მომავალ ორშაბათს დაამტკიცებენ, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

"უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემენ ხმას, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით წყდება" - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის: ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება გასული წლის დეკემბრის ბოლოს წარადგინა. როგორც ოფიციალურ პრესრელიზში იყო აღნიშნული, ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. თუ ევროპული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ბლოკის ყოველ წევრ სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს, მათ შორის - ვიზის მოთხოვნების დაწესება (ანუ ვიზის გაცემის გამარტივებული წესის მოხსნა) საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი/ოფიციალური პასპორტის მქონე პირთათვის.

ევროკომისიის განცხადებით, წინადადების წარდგენა რეაგირებაა საქართველოს მთავრობის "სასტიკ რეპრესიებზე", რომელსაც "ოცნების" მთავრობა მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახორციელებს.

დამატებით, ბოლოდროინდელი ქართული კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს 2024 წლის მაისში მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და 2024 წლის სექტემბერში მიღებულ კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს უდევს საფუძვლად. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური გატარება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის.

ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს სერიოზული დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ [მთავრობის] ამჟამინდელ მოქმედებათა კურსს ბლოკში [ქვეყნის] გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებამდე მიჰყავდა. ვინაიდან სიტუაციის გაუარესება გრძელდება, 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის შემდეგ, კომისიამ გადაწყვიტა, წინადადებით გამოვიდეს საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S