
გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
24/01/2025 11:43:26 საზოგადოება
„აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
როგორც მან განმარტა, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს მისცა შესაძლებლობა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოონ.
გამოძიების მტკიცებით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.