
ევროკავშირმა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია
24/01/2025 15:02:25 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა მარკო რუბიო, რომელიც ახლახან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ბრიუსელში მიიწვია.
კალასის თქმით, რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.
რუბიოს პოზიცია ჯერ–ჯერობით უცნობია.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-სთან ურთიერთობის განხილვას 27 იანვარს გეგმავენ. დასავლური მედიის ცნობით, აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მალავს უკმაყოფილებას ევროკავშირის მიმართ და მას აშშ-ის მიმართ „ვაჭრობის სფეროში ძალიან, ძალიან უსამართლო მოპყრობაში" ადანაშაულებს.
კალასს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი არ გაუმართავს. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ სატელეფონო საუბარი მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა.