Accentnews.ge
სახალხო დამცველის აპარატი: ნიკოლოზ კაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს

სახალხო დამცველის აპარატი: ნიკოლოზ კაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს

24/01/2025 15:09:24 საზოგადოება

2025 წლის 24 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

"ბრალდებულმა მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ნიკოლოზ კაციას თხოვნით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მისი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე აქტიურ ზედამხედველობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

23 იანვარს მოსამართლე ნინო თარაშვილმა ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია პატიმრობაში დატოვა.

კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, საღამოს საათებში, სახლიდან აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, რადგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.

პროფესიით ჟურნალისტი ნიკა კაცია წლებია რეპორტიორად აღარ მუშაობს, ბოლოს იგი თანამშრომლობდა კოალიციასთან „ცვლილებისთვის“ და ჩართული იყო მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვაში.

საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 11 საათზე გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S