Accentnews.ge
ზელენსკი: აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა

ზელენსკი: აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა

25/01/2025 15:43:53 მსოფლიო

შშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა.

„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S