Accentnews.ge
მოსკოვი: "საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის მზად ვართ"

მოსკოვი: "საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის მზად ვართ"

26/01/2025 10:05:01 პოლიტიკა

მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოსთან "ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც თბილისი იქნება მზად". ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ამ კონტექსტში მან პუტინის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებები ახსენა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ ამან "ტურისტულ გაცვლას შეუწყო ხელი".

"ამჟამად პირდაპირი ავიამიმოსვლის სიხშირე და გეოგრაფია იზრდება, ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების ხელშეწყობისთვის 2024 წლის ოქტომბერში უვიზო რეჟიმი გავავრცელეთ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სწავლის, მუშაობისა და ცხოვრების მიზნით ჩამოდიან" - დასძინა ლავროვმა.

ცოტა ხნის წინ მან საქართველო კიდევ ერთხელ მიიწვია "3+3" (რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ფორმატში, რომელში მონაწილეობაზეც თბილისი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე უარს აცხადებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S