Accentnews.ge
ლევან იოსელიანი: პერსონალური ინფორმაცია არ გამივრცელებია, აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს

ლევან იოსელიანი: პერსონალური ინფორმაცია არ გამივრცელებია, აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს

26/01/2025 11:25:04 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მის მისამართით კრიტიკას „აბსოლუტურად ხელოვნურად ატეხილი“ აჟიოტაჟი უწოდა.

"თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი", - განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენს ადანაშაულებენ, რომ მან 25 იანვარს "პირველი არხის" ეთერში გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საიდუმლო მისამართის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის ძალადობის მსხვერპლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S