Accentnews.ge
ბრაჟე: საქართველოს ხელისუფლება ხალხის ნებას პატივს არ სცემს

ბრაჟე: საქართველოს ხელისუფლება ხალხის ნებას პატივს არ სცემს

27/01/2025 07:56:36 პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხალხის ნებას პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროკავშირის მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ქმედებები, მათ შორის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის არსებითი შეცვლა, ისინი ვერ შეძლებენ იმოგზაურებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ. ამრიგად, ეს არის ძალიან მიზანმიმართული ქმედება, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებულ არცერთ საქმიანობასა და უწყებასთან. სამწუხაროდ, ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით. ჩვენ ლატვიაში მივიღეთ ზომები და ლატვიამ გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებს, მათ, ვინც მშვიდობიან საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და თავს ესხმის ჟურნალისტებს, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ასე რომ, არის ზეწოლა, მაგრამ ასევე არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, თუკი ხალხის ნებას პატივს სცემენ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S