Accentnews.ge
ველდკამპი: ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისგებლები

ველდკამპი: ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისგებლები

27/01/2025 08:35:59 პოლიტიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ კასპარ ველდკამპის განცხადებით, ნიდერლანდები ყოველთვის უჭერდა მხარს პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისგებლები. ამის შესახებ მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო თავისუფლების გაუქმება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.

„ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ „ჟურნალისტების საკითხის გამო ძალიან შეშფოთებულია".

"სწორედ ამიტომაც, ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე გამოვყავით დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისას. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს საქართველოს ევროპული გზის განვითარება და ეს პერსპექტივა რჩება. ასევე, ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს, ეუთო-ს ანგარიშის გათვალისწინებითაც“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის: ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S