Accentnews.ge
ანდრო ჭიჭინაძე: "გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, შევხვდებით თეატრში!"

ანდრო ჭიჭინაძე: "გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, შევხვდებით თეატრში!"

27/01/2025 09:42:12 საზოგადოება

ახალი თეატრის მანიფესტის შემდეგ ანდრო ჭიჭინაძე პირველად მოინახულა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. იგი მსახიობის წერილს აქვეყნებს.

"ესეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, რომელიც სამაგალითო იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი.

მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

ასევე, დიდი მადლობა მაყურებელს.

შევხვდებით თეატრში!

ა.ჭიჭინაძე", – აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის: მსახიობები, მეგობრები, ოჯახის წევრები თუ მხარდამჭერები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერ ვიდეოებს, მოითხოვენ მისი და აქციებზე დაკავებული სხვა ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში 4 დეკემბერს დააკავეს. იქამდე სახლი გაჩხრიკეს და ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, დალუქეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S