Accentnews.ge
ფინეთის საგარეო მინისტრი: თუ გსურთ, სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ

ფინეთის საგარეო მინისტრი: თუ გსურთ, სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ

27/01/2025 10:18:28 პოლიტიკა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებულია. ამის შესახებ მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორ ეუთოს თავმჯდომარემ ქვეყანამ. გასულ წელს ეუთომ ოდირის საშუალებით გამოაქვეყნა არჩევნების შესახებ ანგარიში და ასევე რეკომენდაციები არსებითად ახლის ორგანიზების შესახებ. პირველ რიგში, ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში მიუღებელია. მეორე არის ის, რომ თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S