Accentnews.ge
არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ

27/01/2025 11:32:12 პოლიტიკა

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.

"ქართული ოცნების" პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამკვირვებელი ემატება.

როგორც “ქართული ოცნება“ განმარტავს, ცვლილებების მიზანს “პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვა წარმოადგენს“.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S