Accentnews.ge
იოზვიაკი: ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა

იოზვიაკი: ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა

27/01/2025 12:01:01 ევროპა, პოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერების შესახებ, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

მისივე ინფორმაციით, სლოვაკეთისა და უნგრეთის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობაც იყო საკმარისი.

ცნობისთვის: "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და პრაქტიკული შინაარსი არ გააჩნია, რადგან დიპპასპორტების მფლობელები ევროკავშირში შესვლას ჩვეულებრივი ქართული პასპორტებითაც შეძლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S