ოკუპირებული დონეცკის რუსულმა სასამართლომ "აზოვის" ბატალიონის ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

27-01-2025 17:19:20 პოლიტიკა ,სამართალი

ოკუპირებული დონეცკის რუსულმა სასამართლომ "აზოვის" ბატალიონის ქართველ მებრძოლ ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, "არაუგვიანეს 2016 წლისა ბერიანიძე ჩავიდა კიევში და გაწევრიანდა ბატალიონ "აზოვში", რომელიც რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია".

"ბერინიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაქირავებულ მებრძოლად დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ ომში მონაწილეობას დასთანხმდა. 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისის ჩათვლით ბერიანიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფის შემადგენლობაში მარიუპოლში მსახურობდა. 2022 წლის მარტში მან ცეცხლი გაუხსნა რუსი ჯარისკაცების ჯგუფს, რის შედეგადაც სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შემდგომში ბერიანიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს" - იუწყება პუტინის მედია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები