
პუტინის რეკორდულად დაბალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ რუს მკვლევარებს მეთოდიკა შეაცვლევინეს
31/05/2019 13:56:41 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეკორდულად დაბალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ რუს მკვლევარებს მეთოდიკა შეაცვლევინეს. კერძოდ, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო სააგენტომ პოლიტიკოსების მიმართ ნდობის გამოთვლის მეთოდიკა შეცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელი კვლევის შედეგად პუტინს რეკორდულად დაბალი რეიტინგი - 31 % დაუფიქსირდა, იუწყება რუსული მედია.
სასწრაფოდ ჩატარდა დაუგეგმავი ახალი კვლევა, რომლის ფარგლებში რესპონდენტებს კითხვას უსვამდნენ პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. შედეგად პუტინის რეიტინგი წინა კვლევაში დაფიქსირებული 31–დან ერთბაშად 72%–მდე ავარდა.