Accentnews.ge
კალასი: "დღეს ვიმსჯელეთ, კიდევ რა შეგვიძლია,გავაკეთოთ, რათა საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს არ არის სწორი გზა"

კალასი: "დღეს ვიმსჯელეთ, კიდევ რა შეგვიძლია,გავაკეთოთ, რათა საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს არ არის სწორი გზა"

27/01/2025 17:09:19 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე "იმსჯელეს კიდევ რა შეუძლიათ, გააკეთონ, რათა საქართველოს მთავრობას გაუგზავნონ სიგნალები, რომ ეს არ არის სწორი გზა". ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დიდი შეშფოთებით აკვირდება.

"დღეს ვიმსჯელეთ, კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი გზა არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია, კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება [ქართველი დიპლომატებისთვის და ოფიციალური პირებისთვის] ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს და ახლა შიდა წესებში ეს წევრებმა თავად უნდა დანერგონ“, - განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის: ევროკავშირმა ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ:

  • "საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს".

მისივე ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას".

ამავე თემაზე: ვის შეუჩერა/ არშეუჩერა ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S