Accentnews.ge
Reuters: უკრაინული დრონებით შეტევამ „როსნეფტის" უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა

Reuters: უკრაინული დრონებით შეტევამ „როსნეფტის" უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა

28/01/2025 06:24:48 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ქარხნის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას დრონებით 24 და 26 იანვარს დაარტყეს.

Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ ხანძარი გაუჩნდა ქარხნის ნავთობის საცავს, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი. რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ქარხანა ეკუთვნის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსნეფტის" სტრუქტურის ნაწილია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 იანვარს დაადასტურა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა.

გენშტაბის განცხადებით, რიაზანის საწარმო რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა და რუსულ არმიას ამარაგებს დიზელის და რეაქტიული საწვავებით.

რუსეთის ხელისუფლებას ქარხნის მუშაობის შეჩერებაზე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S