Accentnews.ge
სტივ კოენი: მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა,  ახლავე უნდა გაათავისუფლონ

სტივ კოენი: მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა,  ახლავე უნდა გაათავისუფლონ

28/01/2025 06:36:08 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S