
ელჩი: მიმდინარე დანაშაულებები და ქალბატონი მზიას შემთხვევა სრულიად აღმაშფოთებელია, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, მოიძებნოს გამოსავალი
28/01/2025 07:18:59 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სრულიად მიუღებელს და აღმაშფოთებელს უწოდებს ბოლო ორი თვის განმავლობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ მეთოდებს, მათ შორის, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის პატიმრობას.
ის იმედს იტოვებს, რომ ძალადობასა და დევნაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
"ბოლო 60 დღე რაც ხდება თბილისის ქუჩებში, აბსოლუტურად მიუღებელია. ხელისუფლების მხრიდან ნულოვანია სურვილი, მოუსმინოს ხალხს, რომელიც გაბრაზებულია. არის საჭიროება, მოიძებნოს გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, მოიძებნოს გამოსავალი. მიმდინარე დანაშაულებები, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, მართლმსაჯულების სისტემაში ნდობის ჩამოშლა და ქალბატონი მზიას შემთხვევა სრულიად აღმაშფოთებელია - წინასწარი დაკავება და სისხლის სამართლის ბრალდებები შუახნის ქალბატონისთვის. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, დევნასა და ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ, მათ მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და სამართლიანობა იქნება",- თქვა ელჩმა. [ფორმულას" თარგმანი]