ლიეტუვა და ესტონეთი მშპ-ს 5%-მდე გეგმავენ თავდაცვითი ხარჯების გაზრდას

28-01-2025 13:30:36 ევროპა

ლიეტუვამ და ესტონეთმა დადეს პირობა, რომ ქვეყნის თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-ზე მეტს დახარჯავენ, რათა მნიშვნელოვნად გააძლიერონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროპა ახალი ეპოქის წინაშე დგას და რომ მომდევნო წელს და სულ მცირე 2030 წლამდე ქვეყანა თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-დან 6%-მდე დახარჯავს. ეს ამჟამად არსებულ ხარჯზე დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალიც ლიეტუვის კვალდაკვალ ამბობს, რომ მისი ქვეყანა ასევე ეცდება დახარჯოს მშპ-ს 5% თავდაცვის ხარჯებზე. ამჟამად ესტონეთის ხარჯები მშპ-ს 3.7%-ია.

Financial Times-ის ინფორმაციით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები გეგმავენ, 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდა განიხილონ.

8 იანვარს, დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა.

Новости

Другие новости