
კალაძე მერიის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყებს აპირებს
28/01/2025 09:41:05 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, თბილისს მერ კახა კალაძეს დედაქალაქის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყება უნდა.
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი საბა ბუაძე იუწყება, საკითხის კენჭისყრა ხვალ, 29 იანვარს, არის დაგეგმილი.
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოში, არქიტექტურის სამსახურსა და ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში რეორგანიზაციის დასაწყებად ბრძანება 2024 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.
„ეს რეორგანიზაცია პოლიტიკური წმენდა რომ არის იმითაც დასტურდება, რომ არანაირი დასაბუთება და არგუმენტი თან არ ახლავს, მხოლოდ ერთი ფრაზა - „სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით“, - აცხადებს პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე.
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში რეორგანიზაციის პროცესი 2025 წლის 1 თებერვლიდან უნდა დაიწყოს.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, პარალელურად „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონებს - შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი. გათვალისუფლებულთა შორის მხარვლად არიან ადამიანები, რომელთაც ღიად გამოხატეს პროტესტი "ქართული ოცნების" ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების მიმართ.